საქართველომ უკვე მიმართა აზერბაიჯანის მხარეს და მოითხოვა უზრუნველყოფა, რომ ჩვენმა გამომძიებლებმა დაკითხონ ბატონი მუხთარლის აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ეს დაკითხვის ოქმიც რომ დაერთოს საქმეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
მისი თქმით, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება უკვე აქტიურა ფაზაშია გადასული და ვიდეოჩანაწერები ამოღებულია.
"30-ზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერია ამოღებული და ტომარა რომ მოგეხსნათ, ბატონი შალვა მოგიყვებოდათ დეტალურად ამის შესახებ. ასევე მიდის სკანირების ეტაპი ტელეანძებთან დაკავშირებით, იქ არის რამდენიმე ათასი ზარი განხორციელებული და ეს სამართალდამცველებმა უნდა გაშიფრონ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი განმარტებით, საქმეზე უკვე 100-ზე მეტი ადამიანი არის დაკითხული. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ აფგან მუხთარლის საქმეში საქართველოს სახლემწიფოს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.
„მე პირადად მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი სახით არ იყო ჩართული ამ შემთხვევაში და ისევე როგორც თქვენს ინტერესებში, მთელი საზოგადოების ინტერესებში, ასევე სახელმწიფოს ინტერესებშიც შედის, რომ ამ შეკითხვებს გაეცეს პასუხი და საქართველო ამ რთულ საქმესთან დაკავშირებით ღირსეულად უპასუხოს ამ გამოწვევას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.