სოფელ წინანდალში - რამდენიმე პირი ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა, - ამის შახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2“ ავრცელებს.
მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, თავდამსხმელები შეირაღებული იყვნენ. ისინი ობიექტის მფლობელსა და მის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დამტვრეულია მაღაზიის ინვენტარი და განადგურებულია პროდუქცია. მხარეებს შორის დაპირისპირება, მას შემდეგ დაიწყო, რაც მეპატრონემ თავდამსხმელთა ჯგუფს მაღაზიიდან პროდუქტების მოპარვის უფლება არ მისცა.
ეჭვმიტანილებმა მიმალვა შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფური ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.