იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რაიონულ სასამართლოებში თავმჯდომარეები დანიშნა. საბჭო ყველა კანდიდატთან მიმართებში ერთსულოვანი აღმოჩნდა, კენჭისყრაზე არცერთი განსხვავებული პოზიცია არ დაფიქსირებულა.
ბათუმში თავმჯდომარედ დავით მამისეიშვილი აირჩიეს, ზუგდიდში ნატრული აკობია, თეთრიწყაროში ვლადიმერ ხუჭუა, რუსთავში მამია ფხაკაძე, სამტრედიაში ლევან მეშველიანი, საჩხერეში ივანე ყიფიანი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დიმიტრი გვრიტიშვილი, გორში ნიკოლოზ მარსაგიშვილი, ბოლნისში თეა ლეონიძე, ფოთში თეიმურაზ სიხარულიძე, ხელვაჩაურში ხვიჩა კიკილაშვილი.