აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ოჯახის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა მთავარ პროკურატურას მიმართა.
"დაკავებულისა და მისი ოჯახის წარმომადგენლების თქმით, ის გაიტაცეს ქართველმა სამართალდამცველებმა და ამ საქმეს რომ შსს იძიებს, არალოგიკური"-აცხადებს ჩოფიკაშვილი. მისივე თქმით, სათვალთვალო კამერებიდან ვიდეო მასალა დაუყონებლივ უნდა იქნას ამოღებულ, სადაც დაკავებამდე ჟურნალისტის გადაადგილებაა ასახული.
აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა გამშვებ პუნქტზე.