მუხთარლისთან წითელი ჯვრის ბაქოს ოფისის წარმომადგენლები არ შეუშვეს, - ამის შესახებ მუხთარლის ოჯახის ადვოკატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამორიცხული არ არის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
”გუშინ გახდა ჩვენთვის ახალი ფაქტობრივი გარემოებები ცნობილი, რომ გამტაცებლები იყვნენ ძალოვანი უწყების ფორმაში. ეს გარემოებები დიდი ალბათობით გვაფიქრებინებს იმას, რომ შესაძლოა ამ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს. ერთადერთი რაც შევძელი, დავუკავშირდი წითელი ჯვრის ბაქოს ოფისს და შევატყობინეთ ეს ინფორმაცია. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, იყო მცდელობა აფგან მუხთარლისთან შესვლის, მაგრამ რაღაც ბიუროკრატიული მიზეზებით არ დაუშვეს მასთან წითელი ჯვარი. აქედან გამომდინარე მის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვები კვლავ საგანგაშოა”, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.