საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება მალე დასრულდება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტს ამ საკითხზე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ექნება.
„ჩვენ სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. მოვისმინეთ აზერბაიჯანული ოფიციალური მხარის ვერსია, ასევე, ადვოკატის ვერსია. გაკეთდაგანცხადება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ჯერჯერობით, წარიმართება გამოძიება. რა თქმა უნდა, პარლამენტი ჩართული იქნება ამ პროცესში. კერძოდ,გვექნება კომუნიკაცია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ამის საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ ნათელი მოეფინება თავიდან ბოლომდე ამსაქმეს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.