გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო და რეგისტრირებულ სახერხ საამქროებში არსებული სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს.
ლიკანში, მოქალაქე პ.კ-ს მოწყობილი ჰქონდა სახერხი საამქრო, რომელიც არ არის რეგისტრირებული მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში. საამქროში განთავსებული იყო ნახევრად გადამუშავებული მრგვალი მორი.
სახერხი საამქრო დაილუქა შედგა შესაბამისი აქტი.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში - უდესა და ზარზამაში, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მიტარბში კი, ინდ. მეწარმეების ე.შ-სა და ლ.მ-ს კუთვნილ, მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ სახერხ საამქროებში უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი დაფიქსირდა.
კიდევ ერთი ინდ. მეწარმის - მ.კ-ს სახელზე რეგისტრირებული სახერხი სამქროს შემთხვევაში კი, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დალუქულ სახერხ დანადგარზე ლუქი გაწყვეტილი და დაზიანებული აღმოჩნდა.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, შესაბამისი აქტები შედგა.