ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. მათ ისაუბრეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროს ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტის შესახებ.
"რატომა არ გამოიჩინა ბატონმა თორდიამ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და რატომ არ მიმართა სამართალდამცავებს ინციდენტის დასრულებისთანავე?“-განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა. მისი თქმით, ინციდენტი მოხდა ღამის 01:30-ზე, ხოლო სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს 06:45-ზე.
როგორც ის ამბობს, რომ არა დაცვის თანამშრომლები, მის ჯამრთელობას, მის სიცოცხლეს, თურმე, საფრთხე შეექმნებოდა. დამთავრდა ინციდენტი, ამოიწურა და მისი მხრიდან არ ხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. მისი ერთადერთი რეაგირება იყო პოლიტიკური მოტივებით გაკეთებული განცხადება, რაც არა თავდასხმაზე, არამედ მომხდარის პოლიტიზირებაზე მეტყველებს,“ - განაცხადა ადვოკატმა, მერაბ ჩიქოვანმა.