"გამიჩნდა დიდი ეჭვი, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურატურა შეთანხმებულად მოქმედებენ“,-განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა, ლაშა თორდიამ. იგი საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს და მკურნალობას სახლში განაგრძობს.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, აქვს ეჭვები, რომ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო უწყებები მფარველობენ.
"გამიჩნდა დიდი ეჭვი, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურატურა შეთანხმებულად მოქმედებენ. ამას ემატება ის გარემოება, რასაც ვუყურებ სოციალური ქსელებისა და ტელევიზიის საშუალებით, როდესაც მის სახლში მობილიზებულია ფინანსური პოლიცია, შსს-ს მაღალჩინოსნები, ადამიანები, რომლებიც ღამის 2-3 საათზე მის სახლთან იკრიბებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღეებში ჩემი მისამართით არაერთი ბრალდება გაიჟღერებს, შეიძლება ვიდეოებიც გავრცელდეს, ყველასთვის მზად ვარ, ვერ შემაშინებს ვერც ფინანსური პოლიცია, ვერც პროკურატურა. უბრალოდ გული მწყდება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩართულები არიან ერთ-ერთი ავაზაკის ქმედებების გაპრავებაში. სამარცხვინოა, რომ თურმე ოთარ ფარცხალაძე იმყოფებოდა დაწესებულებაში, სადაც წიგნის კითხულობდა, მე ვქეიფობდი, ვღრეობდი, ალბათ, დაამატებენ სამაგონს ვსვამდი, ან რამე მსგავსს, მივუვარდი ფარცხალაძეს, მეც წამეკითხა როგორ კითხულობდა წიგნს, ამ წერილის დამწერის ნიჭიერებასაც ხაზს უსვამს, ამ წერილის ოთარ ფარცხალაძე ვერ დაწერდა, რომ ცოტა უფრო მეტი მხატვრული გარემოებები შეიტანოს და შთაგონება ადამიანებისთვის უფრო მეტი იყოს,“- განაცხადა ლაშა თორდიამ.