თქვენ ხართ არა დაზარალებულები, არამედ „ქართული ოცნების“ და საქართველოს მთავარი პროკურატურის მომზადებული ხალხი, - ასე მიმართა საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ ფერაძემ ხელმძღვანელი პირების სასამართლო პროცესზე კომპანიისგან დაზარალებულებს.
როგორც ფერაძემ აღნიშნა, ის გიორგი კვირიკაშვილს გაურიგდა, რომ ხელისუფლება საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დახმარებას დაჰპირდა, რის შემდეგაც ისინი დაზარალებულებს 3 წლის განმავლობაში თანხებს დაუბრუნებდნენ.
მისივე განცხადებით, პირველად კომპანიას პრობლემები 2012 წელს შეექმნა, მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ მოდიოდა ხელისუფლებაში და მეორე, როცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო.
"კვირიკაშვილთან ვიყავი მორიგებული. თუმცა, შემდეგ დამაკავეს, რომ მის და ხელისუფლების წინააღმდეგ არაფერი მეთქვა. ხელისუფლება გვეუბნებოდა - ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით. მორიგებულები ვიყავით, რომ ჯერ 1 მილიონი და შემდეგ 5 მილიონი დოლარი უნდა ესეხებინა. მე და სხვა ბრალდებულებს თუ გამოგვკეტავენ 11 წელი ციხეში, დამიჯერეთ, თქვენ ვერაფერს მიიღებთ. ყველას ვეუბნები, რომ ილაპარაკეთ სიმართლე და არა დაზეპირებული ტექსტები. ერთხელ კომპანიას შეექმნა პრობლემა 2012 წელს, მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ მოდიოდა ხელისუფლებაში და მეორე, როცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო", - განაცხადა მერაბ ფერაძემ.
ფერაძის ამ განცხადებას კომპანიისგან დაზარალებულების უკმაყოფილება გამოიწვია.