სუფრის წევრებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოყვა, შემთხვევა გორის რაიონში, სოფელ ქვახვრელში მოხდა. ადგილობრივთა ცნობით, კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა. გარდაცვლილს დაზიანება თავზე აქვს მიღებული.
შსს ინფორმაციით, ცხელ კვალზე დააკავეს ერთი პირი, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.