საბერძნეთში მოკლული დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი ექიმია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2“ ავრცელებს. მოკლულის ოჯახი ვარაუდობს, რომ ქალი ქირურგის შეცდომას ემსხვერპლა. დაკავებულებიდან ერთ-ერთი სავარაუდოდ ანესთეზიოლოგია. ქალის ცხედარი დანაწევრებულია, რასაც ოჯახი ადასტურებს, თუმცა მისი დაკრძალვა საგამოძიებო მოქმედებების გამო ისევ ვერ ხერხდება.
36 წლის დიანა ბერიძე სალონიკის ერთ-ერთ კლინიკაში მიკროქირურგიული ოპერაციისთვის მივიდა, მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. 9 დღის შემდეგ კი სამართალდამცველებმა ცხედარი კუმძულ ჰალიდიკის ტყეში მდინარიდან გამორიყული იპოვეს.
„დადასტურებულია, რომ კიდევ 2 ქალბატონი არის დაკავებული. ეს არის ექიმის შეცდომა. როგორც ჩვენ დავადგინეთ, წამლის ზედმეტი დოზა აქვს მიცემული, რომლითაც პაციენტმა უკვე ვერ გამოიღვიძა. რომ შემოაკვდათ გოგონა, შემდეგვიდეოთვალებმა აჩვენეს, რომ იმავე დღის ღამის 11:00 საათზე 150 კილომეტრის დაშორებით ჰყავს გოგონა წაყვანილი ტყეში და ეს ადგილი იყო ამ ექიმის სოფელი. ინფორმაცია გვაქვს, რომ გოგონა არის სანახევროდ დანაწევრებული,“ - განაცხადა დიანა ბერიძის მამიდამ, ნარგიზა ბერიძემ.
მისი თქმით, ექსპერტები ასევე იკვლევენ, არის თუ არა საქმე დაკავშირებული ორგანოების გაყიდვასთან.
დიანა ბერიძე ქობულეთიდან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საბერძნეთში 6 წლის წინ წავიდა, სადაც მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.