სამოქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლენიანმა მმართველი გუნდის 8 წევრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იგი პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივის თეა წულიკიანს, ეკა ბესელიას, არჩილ თალაკვაძეს, მამუკა მდინარაძეს, ზვიად ძიძიგურს, ლევან გოგიჩაიშვილსა და ნიკოლოზ მჟავანაძეს.
მან სარჩელი ცოტა ხნის წინ შეიტანა და თითოეულისგან მორალური ზიანის ანაზღაურების სახით ბოდიშის მოხდასა და 10.000 ლარს მოითხოვს.