ბოლნისის დაბა სოფელ თამარისში ქმარმა ცოლი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, გუშინ ღამით, 24 წლის მეუღლე დანით მოკლა.
მკვლელობის მიზეზი ცოლის ტელეფონში ნანახი მოკლე ტექსტური შეტყობინება გახდა. გარდაცვლილს მცირეწლოვანი ბავშვები დარჩა.
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.