„იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრების პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს და ამას ხელს უწყობს მისი დახურვა“,- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტმა, თამთა კახიძემ. მისი თქმით, ორგანიზაციას უჭირს დასკვნების გაკეთება, როდესაც პროცესი ბუნდოვანია.
„პრობლემებია პროცესის დახურვასთან დაკავშირებით. დაახლოებით, 4-5-მა მოსამართლემ გასაუბრების დახურვა ისურვა და ვერ ვესწრებოდით, აქედან გამომდინარე შეფასების გაკეთება გაგვიჭირდება“ - აცხადებს თამთა კახიძე.