მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევას ერთი ახალგაზრდა ქალი შეეწირა.
შსს-ს ინფორმაციით, ძიება დაწყებულია სსსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.