„ბავშთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ადვოკატები რამდენიმე დღეში მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდებიან.
ეს განცხადება მათ პროკურატურის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. ადვოკატთა თქმით, შეხვედრისას მეორე მხარეს გააცნეს ყველა ის მოთხოვნა, რაც საჩივარში აქვთ დაფიქსირებული.
დაზარალებულთა დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ საქმეს მთავარი პროკურორი თავის თავზე აიღებს და დროულად მოხდება გამოძიების ეფექტურად დასრულება.