ვინმეს რომ არ ეფიქრა, რომ ეს კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ არის მიმართული და თითქოს ვიღაცას ეშინია მარგველაშვილის, რომ არ ეთქვათ, რადგან ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენ ვნიშნავთ პრეზიდენტს, კონსტიტუციაში შეგვაქვს ცვლილება და შემდეგი არჩევნები ჩატარდება პირდაპირი წესით, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვინმე გაიმარჯვებს 2020-ში, 2023 წელს იმ პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი, მაგრამ ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი არ მიიღებენ ამაში მონაწილეობას, ასევე, პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ პროცესს ემიჯნება. მან ასევე აღნიშნა, რომ მათ მიიღეს ოპოზიციისა და ექსპერტების შემოთავაზება, 300-კაციანი ხმოსანთა გუნდის შესახებ, რომელსაც თვითმმართველობები, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები და პარლამენტი ერთად ირჩევენ, მაგრამ ისინი ამაზეც არ მოდიან.
„როცა ვსაუბრობთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე, რაღაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ. გაკეთდა არჩევანი, რომ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა. საპარლამენტო რესპუბლიკა ნიშნავს ამ მოდელში სრულად ჩაჯდომას. ვინმეს რომ არ ეფიქრა, რომ ეს კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ არის მიმართული და თითქოს ვიღაცას ეშინია მარგველაშვილის, რომ არ ეთქვათ, რადგან ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენ ვნიშნავთ პრეზიდენტს, კონსტიტუციაში შეგვაქვს ცვლილება და შემდეგი არჩევნები ჩატარდება პირდაპირი წესით. თუ ვინმე გაიმარჯვებს 2020-ში, 2023 წელს იმ პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი. მაგრამ ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი არ მიიღებენ ამაში მონაწილეობას, პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ პროცესს ემიჯნება. ჩვენ მივიღეთ ოპოზიციისა და ექსპერტების შემოთავაზება, 300-კაციანი ხმოსანთა გუნდის შესახებ, რომელსაც თვითმმართველობები, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები და პარლამენტი ერთად ირჩევენ, მაგრამ ამაზეც არ მოდიან. მაშინ გავასწოროთ და გავაკეთოთ ისეთი მოდელი, როგორიც არის საპარლამენტო რესპუბლიკა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ის მხარს უჭერს მაჟორიტარულ სისტემას, რის გამოც დათმობაზე მიდის.
„მე მხარს ვუჭერ მაჟორიტარულ სისტემას, რის გამოც დათმობაზე მივდივართ, ეს არის ჩვენი გუნდის გარკვეული ნაწილის პოზიცია, ბევრი უჭერს მხარს პროპორციულ არჩევნებს და პლუს ოპოზიციის მუდმივი მოთხოვნაა. მე, როგორც ერთი-ერთი ისტორიული კუთხის შვილს, მიმაჩნია, რომ კარგი იქნება ყველა კუთხეს და მათ შორის სვანეთსაც, ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, თავისი ხმა პარლამენტში. ამ მხრივ, ასევე არ მომწონს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ვეთანხმები იმ ნაწილში, რომ ხმებს დაახლოებით თანაბარი წონა უნდა ჰქონდეს, მაგრამ როცა საუბარია, მაგალითად, ტრადიციულ კუთხეებზე და განსაკუთრებით მთის რეგიონებზე, სადაც ნაკლები მოსახლეობაა, იქ განსხვავებული წესი უნდა იყოს და ასეთ რაიონებს უნდა ჰყავდეთ თავისი მაჟორიტარები პარლამენტში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე ვეთანხმები იმ მოდელს, რომელზეც ახლა ჩვენ გადავდივართ, ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა და ოპოზიცია აქაც ქმნის პრობლემას“, - დასძინა სოზარ სუბარმა.