ჯიქიას სასაფლაოზე მცემეს და იარაღი დამადეს, - განაცხადა სასამართლოზე ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ. მისი თქმით, ცემის დროს ჯაშიშობიუს აღიარებას მოითხოვდნენ. გედენიძის თქმით, ცემისგან თვალები ჰქონდა დასიებული. "15-20 წუთი მირტყამდნენ ჯიქიას სასაფლაოზე, მერე ერთ-ერთმა იარაღი გადატენა და დამიმიზნა, აღიარე, ვისთან ჯაშუშობდიო. ხელი ავაფარე, არ გაგივარდეს იარაღიმეთქი", - განაცხდა გედენიძემ.
მისი თქმით, ნაცემი მიიყვანეს ე.წ. მოდულის შენობაში, სადაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მაშინდელმა წარმომადგენელმა დავით დევნოზაშვილმა გინების ფონზე დაიწყო მისი დაკითხვა.
"იქ იყო კიდევ ერთი პიროვნება, დაბალი, მელოტო ხანშიშესული მამაკაცი და როდესაც რაღაცებს ვერ ვიხსენებდი, კეფაში გაშლილ ხელს მირტყამდა. მერე ერთმა, , რომელიც ცემაშიც მონაწილეობდა, გამიყვანა, კეფაზე ხელები დამაწყობინა და დაჩოქება მიბრძანა. შევასრულე ეს. ძალიან მიჭირდა დაჩოქება, მუხლი მაწუხებს. ჩაიცინეს, წამომაყენეს და ჩამიყვანეს სავარაუდოდ სარდაფში, კამერების განყოფილებაში. დამსვეს ხის სკამზე, დამისვევს ახალგაზრდა მაღალი მამაკაცი. იმან შიმოიყვანა ექიმთან, დამათვალიერა ექიმმა და მკითხა, რამეს ხომ არ ვუჩიოდი. ძალიან ცუდად ვიყავი, ემოციურადაც და ფიზიკურადაც. ვუთხარი, კიბეზე დავგორდითქო. ამ ახალგაზრდა ექიმმა ჩაიცინა და შეავსო რაღაც ფურცელი. მერე წამიყვანეს ბნელ კამერაში, სადაც გუგუნის ხმა ისმოდა", - განაცახადა გედენიძემ.
მისი თქმით, ამის შემდეგ ისევ გაიყვანეს საკნიდან. "დევნოზაშვილი იგივე კითხვებს მისვამდა. მერე მითხრა, შენი შვილი დოლიძეზე სწავლობსო? რამე არ შეემთხვეს, გოგო გეზრდებაო. სკოლაში გზა უნდა გადაიაროს და რამე არ დაეჯახოსო. თქვენ ისეთი ბრალი გაქვთ, აქედან ვერ გამოხვალთ და ბავშვები უპატრონოდ რჩებიანო. ითხოვდნენ, გამეხსენებინა ის პირები, ვისთანაც ჯაშუშური ურთიერთობა მქონდა. მე ვერ ვიხსენებდი, რადგან ასეთი ურთიერთობები არ მქონია", - განაცხადა გედენიძემ.