28 და 29 აპრილს 18.00 საათზე თბილისის ალ.გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ 171-ე სეზონის მთავარ პრემიერას.
„ალჟირი“ (აკმოლინსკის ბანაკი სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისათვის) - ასე ეწოდება ავთანდილ ვარსიმაშვილის ახალ სპექტაკლს.
ეს არის საქართველოს ისტორიაში და ქართულ თეატრში პირველი მხატვრულ-დოკუმენტური გააზრების მცდელობა იმ პერიოდისა, როდესაც რეპრესიებს ეწირებოდნენ უდანაშაულო ადამიანები.
დოკუმენტური დრამა მოგვითხრობს სტალინური ეპოქის ერთერთი უველაზე საშინელი ადგილის - აკმოლინსკის სამშობლოს მოღალატეების ცოლების ბანაკის შესახებ, რომელიც გულაგის ერთერთი „კუნძული“ იყო. მასში ხვდებოდნენ №00486 ბრძანებით, როგორც სამშობლოს მოღალატეების ოჯახის წევრები. სპექტაკლს საფუძვლად უდევს დოკუმენტური ფაქტები - ოქმები, წერილები, ფოტოსურათები, მოგონებები.
“ალჟირის” კედლებში სასჯელს იხდიდნენ საქართველოში ცნობილი ოჯახების წევრები: დირიჟორ ევგენი მიქელაძის მეუღლე ქეთევან ორახელაშვილი, მწერალ ნოდარ დუმბაძის დედა ალექსანდრა (ანა) დუმბაძე-ბახტაძე და ბიცოლა თამარ დუმბაძე, მწერალი ბორის პილნიაკის მეუღლე კირა ანდრონიკაშვილი, მწერალ ბულატ ოკუჯავას დედა აშხენ ნალბანდიანი, კინორეჟისორ ლევ კულიჯანოვის დედა ეკატერინე კულიჯანოვა.
სულ ბანაკში სასჯელი მოიხადა რვა ათასამდე ქალბატონმა, მათ შორის საქართელოდან ალჟირის ციხეებში 281 ქალი იჯდა. თუმცა, ეს სიაც არ არის სრული. მათ ხსოვნას ეძღვნწება გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლი.
დადგმის მხატვარია მირიან შველიძე, მუსიკალური გაფორმება ელისო ორჯონიკიძეს ეკუთვნის. სპექტაკლში მონაწილეობენ: ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ინა ვორობიოვა, ნატალია ვორონიუკი, ნინო კიკაჩეიშვილი, მარიამ კიტია, სოფიო ლომჯარია და ანა ნიკოლავა.