რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში განგაშია გამოცხადებული და მოსწავლეთა ევაკუაცია მიმდინარეობს, მიზეზი შენობაში ბომბის არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს,ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და გამნაღველები. ტერიტორია ლენტით შემოსაზღვრეს და მიმდინარეობს შენობის დათვალიერება.