საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ჩატარებული ეგზიტპოლის გამო შესაძლოა სასამართლო დავა დაიწყოს.
გადაწყვეტილება ახლა იმ პასუხზეა დამოკიდებული, რომელსაც სამეურვეო საბჭო წერილის გაგზავნის შემდეგ ,,თი-ენ-ესისგან” ელოდება.
სწორედ ამ კომპანიამ ჩაატარა სამი ტელევიზიის, მათ შორის მაუწყებლის დაკვეთით, ეგზიტპოლი. მომსახურებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს 76 000 ევრო აქვს გადასახდელი, თუმცა სამეურვეო საბჭო თანხის გადახდის წინააღმდეგია.
არგუმენტად ის მაღალი ცდომილება სახელდება, რომელიც "თი-ენ-ესის" ეგზიტპოლის შედეგებსა და ცესკო-ს საბოლოო მონაცემებს შორის დაფიქსირდა. ხელშეკრულებაში კი ეწერა, რომ ცდომილება 2%-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.