ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე, დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. დეპუტატები ამ საკითხზე გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობაში მოყვანაზე იმსჯელებენ.
კანონპროექტის მიხედვით, შესაძლოა, მარიხუანას შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა თითქმის განახევრდეს. არ არის გამორიცხული, ცვლილებები ამჟამად გათვალისწინებულ პატიმრობასაც შეეხოს.
„ამ ტიპის ნარკოტიკებთან დაკავშირებით მოხდება ცვლილებები. შესაბამისად, 273-ე მუხლზე აღარ იქნება გამოყენებული სისხლის სამართლის წესით არცერთი ის ღონისძიება, რაც იყო დასაშვები,“ - განმარტა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.