თურქი მებაჟეების მიერ ნაცემი როინ ლეონიძე გაამართლეს, რის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდა. ლეონიძის დაკითხვა დღეს შედგა. ის საქმეზე დაზარალებულად სცნეს. ხოფის პროკურატურაში ასევე დაიკითხა ინციდენტში მონაწილე თურქი მებაჟეებიც. ლეონიძე თურქ სამართალდამცველებს ძალის გადამეტებასა და ცემას ედავებოდა, მებაჟეები კი მას დაუმორჩილებლობასა და ასევე ცემაში ადანაშაულებდნენ.
ორივე მხარემ გაიარა ექსპერტიზა და სამედიცინო შემოწმება, მათ აღენიშნებათ დაზიანებები. გავრცელებული ინფორმაციით, ამოღებულია საბაჟოდან ვიდეოთვალის კადრები, რითაც საქართველოს მოქალაქის ბრალეულობა არ იკვეთება, მას სიმთვრალეც არ დაუდგინდა. ლეონიძემ უკვე დატოვა თურქეთი და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. პროკურატურაში იმყოფებოდნენ საკონსულოს წარმომადგენლებიც.
ინციდენტი გუშინ თურქეთის საბაჟოსთან მოხდა.