ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოკატასტროფას თბილისში, წერეთლის გამზირზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამარშრუტო მიკროავტობუსი შუახნის მამაკაცს შეეჯახა. იგი გზის სავალ ნაწილზე ფეხით გადადიოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.