,,ცენტრ პოინტის” 41 ობიექტს ყადაღა 1-ელ მაისს მოიხსნება, თუმცა ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშაა, გაფორმდება თუ არა პატიმრობაში მყოფ დამფუძნებლებსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება, რასაც ქონებაზე ყადაღის მოხსნის გარდა, დაზარალებულების თანხმობაც სჭირდება. მენაშენეებს კომპანიის მფლობელების და მათ მიერ მოძიებული ინვესტორების დაპირებების აღარ სჯერათ.
უთანხმოების ფონზე შესაძლოა ციხე დატოვოს "ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რომელიც საცხოვრებელ კომპლექს ,,მაგნოლიას” ეპიზოდშია ბრალდებული.