„სადახლოზე“ და „ბათუმის აეროპორტში“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღმოჩენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები და მარიხუანა.
„საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო საავტომობილო“ და „ბათუმის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (9 აბი) და ფსიქოტროპული (14 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, ასევე მარიხუანა (5,45 გრამი) აღმოაჩინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.