თელავში ყრუ-მუნჯთა საზოგადოების რეგიონული ოფისი დაარბიეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თავდამსხმელები მაშინ შევიდნენ, როდესაც იქ მყოფი პირები სასადილოდ იყვნენ გასულები.
მოპარულია ელექტროსადენები და დაზიანებულია ოფისის ინვენტარი. ხელძღვანელი პირების თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსგავსი რამ უკვე მეოთხედ მოხდა.