საქართველოს სახალხო დამცველი ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს. უჩა ნანუაშვილმა ამის შესახებ დღეს ისაუბრა. მისი თქმით, ახლადმიღებული კანონი ბევრ ხარვეზებს შეიცავს.
„ქვეყანაში არსებობს მძიმე მემკვიდრეობა, როდესაც სწორედ ეს ორგანოები შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების ორგანოები ძირითადად ჩართული უკანონო ფარულ მიყურადებაში, აქედან გამომდინარე მოსახლეობაში კვლავ არსებობს განცდა, რომ ეს ორგანოები არიან სწორედ ის სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც იყვნენ მოაზრებული ამ უკანონობის უკან,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.