მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატები სასამართლოს განაჩენს, სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. ბრალდებულების ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განaცხადა, rom
გასაჩივრდება განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი თაღლითობასა და თანხების მითვისებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილები.
ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე მოსამართლე გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ დადებითად აფასებს.
მისივე თქმით, დაზარალებულთა ნაწილი დაკმაყოფილდა და მათი რიცხვი შემცირდა.
,,თუ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი განთავისუფლდებიან და მათ მიეცემათ საშუალება თავიანთი საქმიანობის გაგრძელების, დაზარალებულთა რიცხვი მინიმუმამდე დავა”, - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.