დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, ე.წ. „ციანიდის საქმეში“ დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა განაცხადა რომ ბრალდებულს გამოუვლინდა გულის ისეთი დაავადება, რომელიც საქართველოში არ იკურნება და ამის გამო, მან უნდა დატოვოს საპატიმრო. პროცესზე დაცვის მხარემ აღკვეთის სახით 20.000-ლარიანი გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დეკანოზი პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი ბარგიდან ამოღეს მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი. იგი ბერლინში, პატრიარქთან მიფრინავდა.