კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროდან რუსმა ოკუპანტებმა ორი პირი გაიტაცეს. ისინი, სავარაუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ელდარ ბულბულაშვილი და მურაზ გვინაძე სახლიდან საღამოს გავიდნენ და აღარ დაბრუნებულან.
ამ დროისთვის გატაცებულები ცხინვალის ციხეში არიან გადაყვანილი, საიდანაც ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.