კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,იმედი“ ავრცელებს. ლუკა ჩ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
75 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეში დევს ჩანაწერი - განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები, მოკლულის შვილი ირმა ყოჩიაშვილი და ბექა შენგელია დანაშაულზე რამდენიმე პირთან საუბრობენ. სამი მკვლელობიდან მალევე დააკავეს, მეოთხის დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
19 ოქტომბერს ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გათიშეს და მოკლეს. გვამი ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, დაანაწევრეს, გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს და დაწვეს.
19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა დანაშაული აღიარა. ბექა შენგელიამ კანიბალიზმის ფაქტი დაადასტურა.