საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 10 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი (IPONE 5S GOLD 16GB , IPONE 5S SPACE GRAY 16GB, IPONE 6 SPACE GRAY 16GB) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 6,913.35 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
2 და 3 მარტს, 25 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონის (IPHONE 6, SAMSUNG GALAXY J3) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის კიდევ ორი ფაქტი დაფიქსირდა. აღმოჩენილი საქონლის ჯამურმა საბაჟო ღირებულებამ 16,565.95 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 13,380.95 ლარის და 3,185 ლარის ოდენობით შეეფარდათ.