დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატები დღეს მთავარ პროკურატურაში „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით საპროცესო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას დაესწრნენ.
ადვოკატის თქმით, დღეს პროკურატურაში მამა გიორგი მამალაძის სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებული სეიფი გახსნეს, სადაც სასულიერო პირის ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ აღმოჩნდა.
„სეიფი გაიხსნა, არაფერი აღმოჩნდა, რომელზეც შეიძლება გამოძიებას რაიმე ეჭვი ქონოდა. აბსოლუტურად ცარიელი იყო.“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.