საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი ეხმიანება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ სკეპტიციზმი აღარ იქნება.
"გარკვეული მოლოდინი მქონდა, რომ ეს პროცესი სტრასბურგის სასამართლოში გადაინაცვლებდა. ჩემთვის პირადად ეს მისასალმებელია, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების იმ მცირე ნაწილშიც კი, რომელშიც, შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების მიმართ რაღაც სკეპტიციზმი არსებობდეს, იმედი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ ასეთი განწყობა აღარ იქნება", - განაცხადა კახიანმა.