სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ. გამომძიებლები დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ მამა გიორგი მამალაძეს შეხვდებიან.
როგორც დაკითხვაზე შესვლამდე საქმის პროკურორებმა განაცხადეს, მათ იმედი აქვთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
რაც შეეხება დაკავებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.