მეუფე პეტრე 5-საათიანი დაკითხვიდან გამოვიდა. ის ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე პროკურატურის შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა.
ამ წუთებში ის კომენტარებს ჟურნალისტებს აძლევს. პროკურატურაში ჩატარებული გამოკითხვის შესახებ დეტალები რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.