დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გრძელდება. პროკურატურის წარმომადგენლები ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე მივიდნენ. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, პროკურატურის ამოცანაა, მტკიცებულებების შეკრება ყველა შესაძლო წყაროდან.
"ამიტომ ვატარებთ სრულყოფილ გამოძიებას და ამიტომ გვქონდა მიზანი, რომ დაგვეკითხა ბრალდებული. მას აქამდეც არაერთხელ შეეძლო, მოეცა ჩვენება, თუმცა, კარგია, რომ ახლა მაინც მოგვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას. ჩვენ გვაქვს არაერთი შეკითხვა და გვაქვს იმედი, რომ ამომწურავ პასუხებს მივიღებთ მისგან. დაკითხვის დასრულების შემდეგ, როცა გვექნება ამომწურავი ინფორმაცია ბრალდებულისგან, გავაკეთებთ დამატებით კომენტარებს. ყველა შეკითხვას დავსვამთ, რაც გვაქვს, ხოლო რაზეც გვიპასუხებს და როგორც გვიპასუხებს, განმარტებას გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება დაკითხვა" - განაცხადა პროკურორმა.
გუშინ პროკურატურის წარმომადგენლები ე.წ. მატროსოვის ციხეში 12 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.