დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების თქმით, დეკანოზმა სამართალდამცველებს ამომწურავი პასუხები გასცა კითხვებს როგორც ციანიდის საქმეზე, ასევე იარაღთან დაკავშირებით.
თუმცა, მათივე ინფორმაციით, იყო თემები, რომლებზე განმარტებასაც მამა გიორგი მამალაძე მხოლოდ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ გააკეთებს.
"დაკითხვის დროს მამა გიორგიმ ბრძანა, რომ იქ გამოძიების მხრიდან გარკვეული შეკითხვები იყო, ამ ეტაპზე შეიკავა თავი ერთი მიზეზის გამო, რომ აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების მიზნით მისი ოჯახის წევრები, რაზეც პროკურატურისთვის ცნობილია,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ე.წ. „მატროსოვის ციხეში“ დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგის დაკითხვა გუშინ 11:00 საათიდან თითქმის ღამის 12 საათამდე გაგრძელდა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, სავარაუდოდ, 11 საათისთვის განახლდება.