უზენაესმა სასამართლომ ,,რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა 2 მარტს ჩანიშნა. სხდომა არსებითად განსახილველად ზეპირი მოსმენის გარეშე, ,,რუსთავი 2“-ის მხარეთა დაუსწრებლად ჩანიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია ,,რუსთავი 2“-ის იურისტებს უზენაესი სასამართლოდან მიაწოდეს. უკვე ცნობილია იმ 9 მოსამართლის ვინაობა, რომელიც სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავს:
მზია თოდუა, ნინო გვენეტაძე, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი შავლიაშვილი.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ,,რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა 2 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება.