წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა მესხეთში მცხოვრებ, ერთგული შალამბერიძეს საკუთარ სახლში რამდენიმე პირი თავს დაესხა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
როგორც დაზარალებულის ნათესავები ამბობენ, მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შემდეგაც შალამბერიძე თავის მანქანაში ჩასვეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სოფელ ფარცხანაყანების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალზე დატოვეს.
დაზარალებულმა თავი მხოლოდ დილის 5 საათის შემდეგ გაითავისუფლა და ბიძაშვილებს დაუკავშირდა, რომლებმაც ერთგული შალამბერიძე პოლიციაში მიიყვანეს.
ნათესავების გადმოცემით, თავდამსხმელებმა შალამბერიძეს ადგილზე 5 ლარი და 20 ევრო წაართვეს. ამ დრომდე უცნობია რა გაიტანეს ყაჩაღობის შედეგად სახლიდან.