თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მას ძებნილის სტატუსი აქვს, ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს.
მოსამართლის განცხადებით, საქმეში არ არსებობს ახალი გარემოება, რის საფუძველზეც თავდაცვის ყოფილი მინისტრს აღვეთის ღონისძიებას შეუცვლიდა. მოსამართლე ასევე მიიჩნევს, რომ დავით კეზერაშვილს კვლავ შეუძლია მოწმეებზე ზეწოლის მოხდენა.
დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გამოძიება 5 060 000 ევროს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას თანხა საბრძოლო სწავლების კურსების გატარებისთვის გადაურიცხეს, მაგრამ წვრთნები არ ჩატარებულა.