ფოთში, ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს.
,,რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, ცხედრებს წყლით სავსე აბაზანაში მიაგნეს. მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.
დილით მისულ მომვლელს კარი არავინ გაუღო, რის შესახებაც მან მეზობლებსა და სამართალდამცავებს შეატყობინა. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.