ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე, მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ადგილზე კრიმინალისტები კვლავ მუშაობენ, რის გამოც კონკრეტულ მონაკვეთზე მოქალაქეებისთვის გადაადგილება პოლიციას შეზღუდული აქვს.
შეიარაღებული თავდასხმა წუხელ მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს BMW-ს მარკის ჯიპს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა. გავრცელებული ნფორმაციის თანახმად, დაჭრილია „ინტერპოლის“ თანამშრომელი.
დაჭრილს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა ოპერაცია. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
საქმის ძიება თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო, თუმცა მალევე პროკურატურას გადაეცა.