„თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მსხვერპლით დასრულდა.
ინციდენტის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.