სომხეთის დედაქალაქ ერევნის ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას news.am სომხურ გამოცემა Shamshyan.com-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდაცვლილი „ანი პლაზას“ მე-12 სართულზე მდებარე ნომერში 24 წლის ქართველი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ცხედარს ვენები აქვს გადაჭრილი და კისერზე წებოვანი ლენტი აქვს შემოხვეული.
მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.