დღე დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ გზაზე. რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის კუთვნილი Mitsubishi-ს მარკის პიკაპი ხეებს შორის შევარდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი მოცურდა და ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ ამის გამო მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.