იმერეთში, სოფელ სიმონეთთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. სამხედროები მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონში მსახურობენ.
ავტომანაქანა, რომელსაც პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე სწავლებაში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდა, ხეს შეეჯახა.
სამხედრო მოსამასახურეები სხვადასხვა დაზიანებებით ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
”ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე მე-400 მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რაც გულისხმობს საბრძოლო სპეციალური, ან სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპულუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება.
გამოძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აწარმოებს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.