რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ გია ცერცვაძის საქმეს იცნობს და საქმე ეხება კრიმინალურ დანაშ აულს, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე 2003 წელს ჩაიდინა. მისივე თქმით, არნიშნულ საკითხზე საუბარს ზურაბ აბაშიძესთან დღევანდელ შეხვედრაზე აპირებს.
,,საქმე კრიმინალურ დანაშაულს ეხება, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე 2003 წელს ჩაიდინა. დოკუმენტაცია გვაქვს. ჩვენ უსაფუძვლოდ ინტერპოლში მოთხოვნას არ ვაგზავნით. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ არგუმენტებს გავცვლით, რადგან ეს ჰუმანიტარული საკითხია. ყველა თემა, როგორიცაა ბრალდებები, ძებნა და ა.შ, ანუ, რომელიც ადამიანებს ეხება, ჰუმანიტარულ სფეროს მიეკუთვნება. ჩვენ გაგვაჩნია წყაროები და ვფლობთ ინფორმაციას. რაც შეეხება ნადირობას ქართველ სამხედროებზე, ასეთი რამ არ ხდება. ჩვენ გამოძიებას ვაწარმოებთ კრიმინალურ საქმეებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, რუსეთის ან საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი. მაგალითისთვის, საქართველოში იმყოფება პიროვნება ლაკაევი, რომელივ აფხაზეთში რუსი დიპლომატის და მისი მეუღლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ის ახლა პატიმრობაშია და სასჯელს იხდის, მაგრამ, მის საქმეზეც ვილაპარაკებთ დღეს”, - განაცხადა გრიგორი კარასინმა. მისი კომენტარის თარგმანს ”რუსთავი2” ავრცელებს.